არმირება 3D-მეზოძაფებით: სახის კორექციის არაქირურგიული ტექნოლოგია.
რა არის მნიშვნელოვანი? უმოკლეს ვადაში მიღებული მყისიერი, მაგრამ ხანგრძლივი შედეგი.
რა არის მეზოძაფი? ეს არის გაწოვადი ქირურგიული ძაფები, რომელიც უკვე დიდი ხანია გამოიყენება ქირურგიაში. მათი კანქვეშ შეყვანით შესაძლებელია ასაკობრივი კოსმეტოლოგიური პრობლემების პროფილაქტიკა და კორექცია. თვითონ ძაფი არის 100% პოლიდიოქსანონი, რომელიც მოთავსებულია დრეკად, სამედიცინო მეტალისგან ლაზერული ტექნოლოგიით დამზადებულ სპეციალურ ნემს-გამტარში. ნემს-გამტარისა და ძაფის მაქსიმალური სისქე არის 0.3მმ. ძაფები არის სხვადასხვა სიგრძისა და მოდიფიკაციის, რაც სხეულის სხვადასხვა არეების კორექტირების საშუალებას იძლევა.
მოქმედების მექანიზმი: პროცედურის დროს ხდება ძაფების ბადისებრად შეყვანა კანქვეშა ცხიმოვან შრეში. წვრილი ნემსი ადვილად გადაადგილდება კანქვეშ და მინიმალურად აზიანებს მას. უკანა გზაზე ძაფი სცილდება გამტარს და რჩება კანქვეშ დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ძაფები იწოვება. სამაგიეროდ მათ ადგილზე ყალიბდება საკუთარი კოლაგენის ბოჭკოებით შექმნილი ახალი კარკასი. ძაფების გაწოვის შემდეგ საკუთარი კარკასი კიდევ 2-3 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს აქტიურად.