ფოტო გაახალგაზრდავება

ფოტოგაახალგაზრდავება

ფოტოგაახალგაზრდავება – თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევა, რომელიც რეალურად იძლევა კანის განახლებისა და ფოტოდაბერების ნიშნების (კანის მოდუნება, წვრილი ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, გაფართოებული ფორები, წვრილი ზედაპირული სისხლძარღვოვანი ქსელი) მოშორების საშუალებას.

მოქმედების მექანიზმი: პროცედურის დროს ხდება კანის ე.წ. დაბომბვა სხვადასხვა სიგრძის სინათლის სხივით.სინათლის იმპულსი არ აზიანებს ეპიდერმისს, მისი სამკურნალო ზემოქმედება ხდება დერმის ღრმა შრეებზე. შესაბამისად კანში აქტიურდება ბიოქიმიური პროცესები,ძლიერდება უჯრედშიდა ნივთიერებათა ცვლა, ჟანგვა -აღდგენითი რეაქციები და სისხლის მიმოქცევა. სტიმულირდება უჯრედწარმოქმნის პროცესი, კოლაგენისა და ელასტინის პროდუქცია. იმატებს კანის სიმკვრივე და შედეგად სწორდება წვრილი ნაოჭები. დერმაში მიკროცირკულაციის და დრენაჟული ფუნქციის გაუმჯობესების გამო ძლიერდება კანის იმუნიტეტი.

ფოტოგაახალგაზრდავების შედეგი:

 გამკვრივებული, ერთგვაროვანი,ვარდისფერი კანი

 გამქრალი წვრილი ნაოჭები

 დავიწროებული ფორები

 გამქრალი პიგმენტური ლაქები

 გამქრალი ზედაპირული სისხლძარღვოვანი ქსელი

 გაძლიერებული იმუნიტეტი

ფოტოგაახალგაზრდავების უპირატესობა:

 ატრამვატული

 საკუთარი რესურსების გააქტივება

 მაღალი ეფექტურობა

 უმტკივნეულო, ხანმოკლე პროცედურა

 არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს

 შედეგი ნარჩუნდება 2-3 წელი

 თავსებადობა სხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან

უკუჩვენება: ონკოდაავადებები, ორსულობა, გლაუკომა, კატარაქტა, ფოტოდერმატოზები, მწვავე ინფექციური დაავადებები.

მკურნალობის კურსი მოიცავს 4-6 სეანსს 21-28 დღიანი შუალედით.

ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები!

 

დაჯავშნეთ ვიზიტი
აირჩიეთ სასურველი სერვისი
აირჩიეთ სასურველი სერვისი
  • ფოტოგაახალგაზრდავება
09:00 10:00 11:00
12:00 13:00 14:00
15:00 16:00 17:00
18:00 19:00 20:00
დაჯავშნა წარმატებით დასრულდა

ჯავშანი

თქვენ დაჯავშნეთ