მსოფლიოში მიმიკური ნაოჭების პროფესიული კორექციისთვის ბოტოქსის ინექციებზე მოთხოვნილება კვლავ სტაბილურად მაღალი რჩება.
მიმიკას ქმნის სახის კუნთების შეკუმშვა, რომლებიც ერთი ბოლოთი მიმაგრებულია კანზე. შეკუმშვისას კუნთი მოკლდება და ჭმუხნის კანს, ხოლო მოდუნებისას უბრუნდება საწყის მდგომარეობას და ჭიმავს კანს. კუნთების განსაკუთრებული აქტიურობის ადგილებზე (შუბლის, თვალის კუთხეების, ცხვირის ზურგის, ზედა ტუჩის მიდამოებში) დროთა განმავლობაში ჩნდება წვრილი ნაოჭები. ახალგაზრდა ასაკში კანი ელასტიურია, სწრაფად რეაგირებს კუნთის მოძრაობაზე და სწრაფადვე უბრუნდება საწყის პოზოციას. ასაკის მატებასთან ერთად კანის ელასტიურობა მცირდება და კანი ნაოჭდება.
რა არის ბოტოქსი/დისპორტი?
ბოტოქსი ეს არის ბოტულინის ტოქსინი – შხამი, რომელიც იწვევს კუნთის პარალიზებას. ესთეტიურ მედიცინაში მისი ეს თვისება გამოიყენება მიმიკური ნაოჭების სამკურნალოდ.
ბოტოქსი/დისპორტი ზემოქმედებს კანქვეშა კუნთებზე. პრეპარატის ინექციის შემდეგ კუნთი დროებით არ იღებს იმპულსს მოძრაობაზე და წყვეტს შეკუმშვას. ინექციის ადგილას კანი დუნდება და ნაოჭები სწორდება. რამოდენიმე ინექციის შემდეგ სახის შეჭმუხვნის მავნე ჩვევა ქრება და პრობლემა როგორც წესი შემდგომი ინექციის გარეშე გვარდება.
ერთი ინექციის ეფექტი გრძელდება საშუალოდ 6-8 თვე.
პრეპარატი ბოტოქსი/დისპორტი 20წელია მსოფლიო ბაზარზეა, აქვს გავლილი კლინიკური შემოწმება,მისი წარმოების პროცესი აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს, რაც უპრეცენდენტო ხარისხის გარანტიას ქმნის. ბოტოქსს აწარმოებს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ALLERGAN, დისპორტს – ფრანგული ფარმაცევტული კომპანია IPSEN.
ბოტოქსის /დისპორტის ინექციის შესრულების უფლება აქვს მხოლოდ პროფესიონალ ექიმს. სწორად ჩატარებული ინექციის შემთხვევაში სახე არ კარგავს ინდივიდუალობას.
,,ფორსეპალსში” ბოტოქსის ინექციებს აკეთებს მხოლოდ პლასტიკური ქირურგი. დოზირება შეირჩევა ინდივიდუალურად არსებული ნაოჭებისა და ასაკის გათვალისწინებით. კონსულტაცია უფასოა.