,,ფორსეპალსი” გთავაზობთ თმის მოვლის ინდივიდუალურ პროგრამებს. ჩვენი სტილისტები იზრუნებენ არა მარტო თქვენს ესთეტიურ მხარეზე, არამედ თმის გაჯანსაღებაზეც.
,,ფორსეპალსში” დაინერგა თმის მოვლის ინოვაციური პროგრამების სრული სპექტრი ,,WELLA PROFESSIONALS”- თან ერთად.
CARE 3 – თმის ფუფუნება, აყვანილი მაქსიმალურ დონეზე. შეგაგრძნობინებთ პრემიალური ხაზის უნიკალურობას. დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით, მინერალებითა და სხვადასხვა პოლიპეპტიდებით.
BRILLIANCE – შეღებილი თმის ბრწყინვალება – სპეციალური სამკურნალო ხაზი შეღებილი თმისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგია აძლიერებს შეღებილი თმის ფერს. თმას ანიჭებს მომაჯადოვებელ ბზინვარებას, ატენიანებს, მატებს სიკაშკაშეს და სირბილეს, ამარტივებს დავარცხნის პროცესს.
მისაღებია როგორც თხელი, ასევე უხეში თმისთვის.
ENRICH – ბუნებრივი და ბლონდირებული თმის გამამდიდრებელი ულტრა მსუბუქი ფორმულა
ღრმად აღწევს თმის შიდა სტრუქტურაში, უბრუნებს სიცოცხლისუნარიანობას, მატებს მოცულობას, ატენიანებს და ხდის ელასტიურს.
რეკომენდებულია დაზიანებული თმისთვის.
BALANCE – თავის კანის მოვლა
ეფექტურად აშორებს ცხიმს და სხვადასხვა სტაილინგის პრდუდუქტებს თავის კანსა და თმას. იდეალურად წმინდავს თავის კანს და თმას ქერტლისგან, ხელს უშლის მის მეორედ წარმოქმნას და შესაბამისად აჩერებს ცვენას.
რეკომენდებულია ქერტლის, ცვენის და მგრძნობიარე კანის სამკურნალოდ.
KERATIN RESTORE – აღდგენა, რეკონსტრუქცია, დახმარება
სპეციალური ფორმულა კერატინის მაღალი შემცველობით – ღრმად აღწევს დაზიანებული თმის შიდა სტრუქტურაში და აღადგენს მას. თმას მატებს ბზინვარებას, ელასტიურობას და უბრუნებს ჯანსაღ იერსახეს.
FUSION – ამინომჟავებზე დამზადებული სერია რომელიც მყისიერად აღადგენს ქიმიურად,ფიზიკურად ან გარემო ზემოქმედებისგან დაზიანებულ ყველა ტიპის თმას,როგორც შეღებილს ასევე ბუნებრივს.
თავის კანის უნემსო მეზოთერაპია – თავის კანის ჯანსაღი მდგომარეობის აღდგენა. თმის მიძინებული ფოლიკულების აქტივაცია, აღდგენა და კვება.
მეზოკოქტეილის შეყვანა თავის კანში ხდება მიკრო იონოფორეზის მეთოდით. HAIR RESTORER XTRA წარმოადგენს ვიტამინო/ ამინომჟავურ კომპლექსს,რომელიც გამდიდრებულია კოენზიმებით,მინერალებით, ნუკლეინის მჟავებით, ანტიოქსიდანდებით და ბიომიმეტიკური პეპტიდებით.მეზოკოქტეილი ასტიმულირებს თმის ფოლიკულის ეპითელური უჯრედების ზრდას,აღადგენს სისხლის მიკროცირკულაციას, კვებავს თმის ფოლიკულას და ამცირებს 5-ალფა -რედუქტაზას აქტივობას.
,,ფორსეპალსში” ჩაგიტარდებათ უფასო დიაგნოსტიკა/კონსულტაცია. ჩვენი სპეციალისტები შეგირჩევენ და ჩაგიტარებენ თქვენი თმისა და თავის კანისთვის შესაბამისი მკურნალობის მონო ან კომპლექსურ კურსს.
ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები!