მიოსტიმულაცია
კუნთების იზომეტრული სტიმულაცია იმპულსური დენის გამოყენებით – ეფექტური მასაჟი როგორც სხეულისთვის ასევე სახისთვის.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გვაძლევს საშუალებას მოვიშოროთ ზედმეტი სანტიმეტრები და კილოგრამები სწრაფად და უმტკივნეულოდ – „ვარჯიში ზარმაცებისთვის“
ულტრადაბალი სიხშირის ელექტრული დენით სახის მასაჟი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ელასტინის და კოლაგენის სინთეზს.
მიოსტიმულაციის შესაძლებლობები:
- სხეულის ლიმფოდრენაჟი – შეშუპების მკურნალობა, ცელულიტის მკურნალობა, სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება.
- ლიპოლიზი – ცხიმოვანი უჯრედების დაშლა ელექტრო იმპულსის საშუალებით, რომელიც შეაღწევს უჯრედებში კანის ელექტროდების საშუალებით. ელ. ლიპოლიზი ზედმეტი წონისა და ცელულიტისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა.
- იონოფორეზი – ცელულიტის კორექცია, კანის გასწორება, სისხლძარღვების ტონუსის მომატება, ნივთიერებათა ცვლის, კანის ფერისა და ტონუსის გაუმჯობესება.
- Wellness – კუნთების დაბერების პროფილაქტიკა
- Relax – გვეხმარება შევამციროთ სტრესი და ნერვული დაძაბულობა, გავაძლიეროთ იმუნიტეტი, მოვხსნათ კუნთოვანი სპაზმი, გავაძლიეროთ ქსოვილოვანი კვება, რაც ოსტეოქონდროზის განვითარების პროფოლაქტიკას წარმოადგენს.
- Body Esthetics – ხელს უწყობს წონის დაგდებას და ზომების შემცირებას, აკეთებს ლოკალური პრობლემური ადგილების მოდელირებას, აძლიერებს და ამკვრივებს კუნთებს.
- Fitness – ცვლის სპორტდარბაზში მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშს. ამავდროულად არ ხდება კუნთებში რძემჟავას დაგროვება და არ გვაქვს ტკივილის შეგრძნება – ანუ ნაკლები დისკომფორტი და მეტი ენერგია.
რეკომენდაცია – დაახლოებით 20 პროცედურა 2-3 ჯერ კვირაში ან კომბინირებულად შემდეგ პროცედურებთან:
– LPG მასაჟი
– წყალქვეშა დუშ-მასაჟი
– ცხელი შეფუთვები
– პრესოთერაპია
– მეზოთერაპია
,,ფორსეპალსის”ექიმები სიამოვნებით შეგირჩევენ ინდივიდუალურ პროგრამას თქვენი ჯანმრთელობისა და თავისუალი დროის გათვალისწინებით. ექიმის კონსულტაცია უფასოა.
ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები!