სახის ნიღბები
კიდევ ერთი საშუალება განწყობილების ასამაღლებლად. ყველას გვაქვს მომენტი როდესაც ირგვლივ ფერები მუქდება, ასეთ დროს სულ მცირედმაც კი შეიძლება შეცვალოს თქვენი განწყობა. ერთი ღიმილიანი გამოხედვა ან ერთი პატარა კომპლიმენტი იქნება ის რაც დაგამახსოვრდება დღის ბოლოს. კანთან შეხება ყოველთვის არის სითბოს მომგვრელი. მთავარია ეს მომენტი არაფერმა გააფუჭოს.
ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები!
სახის ნიღბები ახდენენ სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და ქსოვილოვანი კვების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით ეფექტურია სახის მასაჟთან ერთად.
- ალგინატის ნიღაბი – განახლება, დატენიანება, კვება. დამზადებულია მკვდარი ზღვის ლამინარიებსა და მინერალებზე. შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალურ მიკრო ელემენტებს და ფოსფოლიპიდებს.
- კომბინირებული ანტი AGE ნიღბები – გაწმენდა, კვება, დეპიგმენტაცია, დატენიანება , ლიფტინგი.
- თვალის ნიღაბი – დატენიანება, კვება,რეგენერაცია, დრენირება.
- ყავის ნიღაბი – გაწმენდა, დატენიანება, კვება. დამზადებულია ბუნებრივ თიხაზე, მდიდარია მკვდარი ზღვის მინერალებით, პოლისაქარიდებით და ამინომჟავებით. შეიცავს ყავის ფერმენტულ ექსტრაქტს, C, E და A ვიტამინებს.
- ნიღაბი არანცია – ექსფოლაცია, დატენიანება, კვება. დამზადებულია ბუნებრივ თიხაზე, მდიდარია მკვდარი ზღვის მინერალებით, პოლისაქარიდებით და ამინომჟავებით. შეიცავს ციტრუსის ფერმენტულ ექსტრაქტს, A , C და PP ვიტამინებს.
- ახტალის ნიღაბი – მინერალიზაცია, დეპიგმენტაცია, დატენიანება. ბუნებრივი ბიოქიმიური კომპლექსი. შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალურ და ორგანულ შენაერთებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ბიოგენურ სტიმულატორებს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
- მწვანე ნიღაბი (garden gress)– ღრმა დატენიანება, კვება. დამზადებულია სამკურნალო ბალახების, ხილისა და ბოსტნეულის ექსტრაქტებზე. მცენარეული ექსტრაქტები წმენდენ კანს და იცავენ თავისუფალი რადიკალებისგან. ბალბის ექსტრაქტი ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას, შიის ზეთი და სტაფილო ეფექტურად არბილებს კანს. ფოსფო და სფინგო ლიპიდები ხელს უწყობენ სითხის ხანგრძლივად შენარჩუნებას უჯრედებში და უზრუნველყოფენ ინტენსიურ დატენიანებას.
- პაპაიას ნიღაბი – გაწმენდა, აღდგენა, დეპიგმენტაცია. ფერმენტული პილინგ/ნიღაბი, დამზადებული პაპაიას წვენზე, შეიცავს ალოე ვერას, მექსიკური კაკტუსის ყვავილების ექსტრაქტს, ახდენს კანის მკვდარი ეპიდერმისის სათუთად ჩამოფრცქვნას.