დღევანდელ დღეს გაახალგაზრდავების პროცედურების გრაფიკის დაგეგმარებისას ხშირად ექიმებს დამაბრკოლებელ ფაქტორად ევლინებათ დროის დეფიციტი. საქმიან ადამიანებს ფუფუნება არც ხანგრძლივი რეაბილიტაციისთვის ყოფნით და არც მრავალჯერადი სეანსებისთვის.
საბედნიეროდ ესთეტიური მედიცინა ამ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზეა – კონტურული პლასტიკა ეს არის სწრაფი და უმტკივნეულო საშუალება ახალგაზრდობის დასაბრუნებლად.
სახის მოცულობითი მოდელირების მხოლოდ ერთი პროცედურით შესაძლებელია:
მიმიკური ნაოჭების გასწორება
საშუალო და ღრმა ნაოჭების გასწორება
ტუჩების კორექცია-მოდელირება
ყვრიმალების მოცულობაში გაზრდა
მინუს დეფექტების შევსება
სახის ოვალის კორექცია-მოდელირება
და რაც მნიშვნელოვანია- მუდმივად დაღლილი გამომეტყველების შეცვლა.
კონტურული პლასტიკისთვის გამოიყენება, როგორც ბუნებრივი(ჰიალურონის მჟავა), ასევე სინთეზური პრეპარატები – ფილერები.
ფილერის მოქმედების მექანიზმი:
გელი ააქტიურებს ელასტინისა და კოლაგენის სინთეზს, წარმოქმნილი კონგლომერატი ფილერის გაწოვის შემდეგაც რჩება ქსოვილში, რაც ზრდის ეფექტის ხანგრძლივობას.
პროცედურის მიმდინარეობა:
პროცედურა არის პრაქტიკულად უმტკივნეულო და გრძელდება საშუალოდ 5-10 წუთი.
გაუტკივარებისთვის საკმარისია ადგილობრივი აპლიკაციური ანესთეზია.
პაციენტი პრეზენტაბელური და შრომისუნარიანია პროცედურის დამთავრებისთანავე.
შესაძლო გართულებები:
ვინაიდან მანიპულაცია არის ინექციური, შესაძლოა მცირე ჰემატომების წარმოქმნა და უმნიშვნელო დისკომფორტი რამდენიმე დღის განმავლობაში.
კონტურული პლასტიკის შედეგი:
გამქრალი საშუალო და ღრმა ნაოჭები
ტუჩებისა და ყვრიმალების გაზრდილი მოცულობა და გაუმჯობესებული ფორმა
უდეფექტო, გლუვი კანი
სახისა და ოვალის შეცვლილი, გაახალგაზრდავებული კონტურები
დატენიანებული, მოჭიმული კანი
კონტურული პლასტიკის უპირატესობა:
ნაკლებინვაზიური
უმტკივნეულო, ხანმოკლე პროცედურა
არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს
ხანგრძლივი ეფექტი
თავსებადობა სხვა პროცედურებთან
კონტურული პლასტიკის უკუჩვენება:
– ორსულობა
– ონკოდაავადებები
– ფსიქიური აშლილობები
– ანთებითი პროცესი საკორექციო არეში
– მწვავე ინფექციური დაავადებები
– სისხლის შედედების დარღვევა
– მიდრეკილება ატიპიური შეხორცებისკენ
– აუტოიმუნური დაავადებები
ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები!