ცივი ჰიდრირება

ცივი ჰიდრირება

ნებისმიერი კოსმეტოლოგიური პროცედურის წინ ,,ფორსეპალსში” კანის მომზადება ხდება ცივი ჰიდრირების მეთოდით.

მეთოდის არსი

ცივი ჰიდრირება დამყარებულია ოსმოსის პრინციპზე. გამოიყენება ეპიდერმისის მიმართ ჰიპოტონური, ალოე ვერას ბაზაზე დამზადებული ბუნებრივ/კოლოიდური გელები. ისინი ატენიანებენ კანის ზედაპირს, უჯრედებს ავსებენ სითხით, ხოლო უჯრედშორის ბმებს ასუსტებენ. ამგვრად, მიიღწევა უნიკალური პასიური პილინგის ეფექტი, რაც წარმოადგენს ცივი ჰიდრირების უპირატესობას დაორთქლების მეთოდთან შედარებით. შედეგად კანი იცილებს მკვდარ კერატინულ უჯრედებს.

ცივი ჰიდრირების უპირატესობები:

  1. პასიური პილინგი – არ საჭიროებს თბურ დამუშავებას – ხდება ეპითელიუმიდან დაშლის პროდუქტებისა და მკვდარი კერატინული უჯრედების მოშორება, რომელიც პროცედურის დამთავრების შემდგომ ადვილად შორდება სველი ხელსახოცით. სამუშაო გელებს გააჩნიათ დამამშვიდებელი, ანტიანთებადი და რეპარაციული თვისებები; ხსნის ქავილს, ახდენს კომედომებისა და ლაქების გაუფერულებას.
  2.  ჰიდრირებული ეპითელიუმი უფრო ეფექტურად იწოვს კოსმეტიკური საშუალებების  აქტიურ კომპონენტებს.
  3. ეფექტური და კომფორტული ნებისმიერი ტიპის კანისთვის. განსაკუთრებით შეუცვლელია კუპეროზული და სებორეული კანისთვის, როდესაც დაორთქლება უკუჩვენებას წარმოადგენს.
  4. ინარჩუნებს კანის უჯრედების ოპტიმალურ ჰიდროლიპიდურ ბალანსს, რაც არ ტოვებს ანთებითი პროცესის განვითარების შანსს.

 

ჩვენს ცენტრში პროცედურას ჩაგიტარებენ პროფესიონალი ექიმები, შეგირჩევენ მკურნალობის კურსს და სახლში მოხმარების ხაზის კოსმეტიკას, რათა შეინარჩუნოთ მიღებული შედეგი და გვეწვიოთ მხოლოდ ახლად წარმოქმნილი პრობლემების კორექციის მიზნით.

                                        

                                       ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები!

დაჯავშნეთ ვიზიტი
აირჩიეთ სასურველი სერვისი
აირჩიეთ სასურველი სერვისი
  • ცივი ჰიდრირება
09:00 10:00 11:00
12:00 13:00 14:00
15:00 16:00 17:00
18:00 19:00 20:00
დაჯავშნა წარმატებით დასრულდა

ჯავშანი

თქვენ დაჯავშნეთ