ჩვენს შესახებ
ჩვენ გავიზარდეთ, ვცხოვრობთ და მუდვიმად ვტრიალებთ ამ ქალაქში, ვხედავთ, თუ როგორი სიყვარულით და სითბოთი აგრძელებს ხალხი აქ ცხოვრებას.
ტექნიკურმა პროგრესმა მანძილების შემცირებასთან ერთად, ძალიან დაგვაშორა ერთმანეთს და მოგვაკლო ადამიანური ურთიეთობის ხალისს.
ამისთვის შევქმენით ქალაქში მყუდრო და სასიამოვნო სივრცე, სადაც შეგვიძლია ჩვენი ყოველდღიური პრობლემების ცოტა ხნით დავიწყება და უბრალოდ სიამოვნების მიღება ადამიანური ურთიერთობებით.
ჩვენ ვართ ენთუზიასტების გუნდი, რომელმაც დაიჯერა რომ შეუძლია ოთხი განსხვავებული სერვისის შერწყმით და ერთ სივრცეში გაერთიანებით, შექმნას
ახალი სრულყოფილი სერვისი მომსახურეობის სფეროში.