ახტალის ტალახით შეფუთვა

ახტალის ტალახით შეფუთვა

ცელულიტთან ბრძოლის უძველეს მეთოდს მსოფლიოში წარმოადგენს შეფუთვები ზღვის წყალმცენარეებით ან სამკურნალო ტალახით, რომელიც აქტუალობას არ კარგავს დღესაც – ტექნოლოგიური ბუმის ეპოქაში.

 

,,ფორსეპალსში” ცელულიტის მკურნალობისთვის გამოვიყენებთ – ახტალის ტალახით შეფუთვებს. სამკურნალო ტალახი არის ბუნებრივი ბიოქიმიური კომპლექსი. ტალახს აქვს უნარი დიდხანს შეინარჩუნოს სითბო და პროცედურის დროს ნელა გადასცეს სხეულს. თერმული თერაპიის შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება, უმჯობესდება სისხლის და ლიმფის მიმოქცევა. ამავდროულად ახტალის ტალახი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალურ და ორგანულ შენაერთებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ბიოგენურ სტიმულატორებს, რომლებიც აღწევენ კანში, კვებავენ და ატენიანებენ მას. ახტალის ტალახს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი, დადებითად მოქმედებს ძვალ – სახსროვან სისტემაზე, ეფექტურია დერმატიტების სამკურნალოდაც. ცხელი შეფუთვის დროს მოქმედებს საუნის ეფექტი.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმღეობა ადამიანს ენდემურად საკუთარ ბუნებრივ რესურსზე უფრო აქვს, ვიდრე უცხოურზე. ამიტომ ცელულიტის მკურნალობისთვის ცხელი შეფუთვის ეფექტს ახტალის ტალახი უფრო აძლიერებს.

ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები!

 

დაჯავშნეთ ვიზიტი
აირჩიეთ სასურველი სერვისი
აირჩიეთ სასურველი სერვისი
  • ახტალის ტალახით შეფუთვა
09:00 10:00 11:00
12:00 13:00 14:00
15:00 16:00 17:00
18:00 19:00 20:00
დაჯავშნა წარმატებით დასრულდა

ჯავშანი

თქვენ დაჯავშნეთ