თმის შეჭრა/ღებვა/ვარცხნილობა

თმის გაღიავება კვლავ აქტუალური რჩება. გინდა შეჩვეული ფერის გადახალისება, თუმცა შეღებვის ტექნიკის მრავალფეროვნება ხელს გიშლის გააკეთო არჩევანი. ვერ ხვდები რა შედეგს მიიღებ. ზოგჯერ მოლოდინი რეალობას არ ემთხვევა. გაგაცნობთ მოდურ ტრენდებს:

ომბრე

შეღებვის ამ მეთოდის მიზანია ფერის გრადაცია თმის ძირებიდან ბოლოებისკენ. ომბრეს დროს ფერების გადასვლა არ არის მკვეთრი, ამიტომ იქმნება  ბუნებრივი ფერის ილუზია და ვარცხნილობას ემატება მოცულობა. ომბრეს კლასიკური ვარიანტი არის მუქი ძირები, რომელიც გადადის ღია ბოლოებში.

ომბრე განსაკუთრებით ლამაზია ხვეულ თმაზე. ფოლგა ამ დროს არ გამოიყენება. ხვეული დატალღული თმის შემთხვევაში მუქი ღია ფერების გამყოფი ხაზი შეუმჩნეველი ხდება. სწორ თმაზე გამყოფი ხაზი უფრო მკვეთრია. ომბრეს დროს თმის ბოლოები ყველაზე ინტენსიურად ღიავდება, ამიტომაც ყველაზე მეტად ზიანდება. არ დაგავიწყდეს ამის შესახებ, გაიარე კონსულტაცია და შეარჩიე შენი თმისთვის სწორი მოვლა.

შატუში ანუ ფრანგული მელირება

შატუში არის თმის მელირების ახალი ტექნიკა, რომლის მიზანია თმას მისცეს მზეზე გახუნებული ბუნებრივი იერი. შატუში ერთნაირად მისაღებია როგორც შავგვერმანი, ასევე ქერა ქალბატონებისათვის, განსაკუთრებით ლამაზია საშუალოდ გრძელ მუქ თმაზე. შატუში არის კარგი არჩევანი თმის ფერის გასახალისებლად, თვალებისთვის დამატებითი სხივის მისაცემად.

შატუში თუ ომბრე? არჩევანის გაკეთებისას გასათვალისწინებელია, რომ შატუში განიხილება, როგორც მელირების დახვეწილი მეთოდი, რომელიც  გვაძლევს მსუბუქი გახუნების ეფექტს, ომბრეს დროს კი იღებება უფრო დიდი არე და გადასვლა უფრო მკვეთრია.

ფეითინგი

თმის ფერის შეცვლა ხდება ხელოვნურად , მაგრამ ეფექტი ყველას გვინდა იყოს ბუნებრივი. სწორედ ამიტომ შეიქმნა ფეითინგი ანუ თმის მოხატვა. ეს არის ბუნებრივ-კონტრასტული ღებვის დახვეწილი მეთოდი. ფეითინგის დროს საღებავის დატანა თმაზე ხდება ჰორიზონტალურად და არა ჩვეულებრივ ვერტიკალურად. სტილისტი საღებავს თითქოს წელავს თავის ირგვლივ, შედეგად ვიღებთ თეთრი ფერის გარდამავალ ტონალობებს. რაც აძლევს თმას მოცულობის და სიძლიერის ეფექტს.

რამდენიმე განსხვავებული ფერის ერთმანეთში იდეალურად, რბილად გადასასვლელად აუცილებელია ძირითადი ტონის სწორდ შერჩევა. ფეითინგი შლის საზღვარს სხვადასხვა ფერებს შორის, შესაბამისად მიიღწევა იდეალური კონტრასტულობა ღია და მუქ ფერებს შორის. თქვენი სურვილის მიხედვით შესაძლებელია თმაზე ერთდროული და ბევრი სხვადასხვა ტონალობის დასმა. ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ ეს ფერები არ უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ მკვეთრი და კონტრასტული. ფეითინგი ყველაზე ეფექტურია თხელ, საშუალო სიგრძის თმაზე. ასეთი თმის მფლობელებისთვის აუცილებელია გამოკვეთონ ბუნებრივი ფერი და მისცენ მოცულობა.

ძალიან მნიშვნელოვანია კოლორისტის პროფესიონალიზმი. იგი  მხატვარივით ახალ ტონალობებს საჭირო ადგილებზე დაიტანს და ქმნის საუცხოო ბუნებრივ სურათს.

არ აქვს მნიშვნელობა ღებვის რა მეთოდს აირჩევ, მთავარია არ დაივიწყოთ თმის სწორად მოვლა.

,,ფორსეპალსის” სტილისტები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, შეგირჩევენ ინდივიდუალურად სასურველ ფერს და საჭიროების შემთხვევაში, თქვენი თმისთვის გამაჯანსაღებელ მკურნალობას.

ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები!

დაჯავშნეთ ვიზიტი
აირჩიეთ სასურველი სერვისი
აირჩიეთ სასურველი სერვისი
09:00 10:00 11:00
12:00 13:00 14:00
15:00 16:00 17:00
18:00 19:00 20:00
დაჯავშნა წარმატებით დასრულდა

ჯავშანი

თქვენ დაჯავშნეთ